ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ (BAFTA) წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა.
მომავალი კინოდაჯილდოების ლიდერი სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი დიუნი გახდა. დენი ვილნევის ნამუშევარმა 11 ნომინაცია მიიღო. მეორე ადგილს 8 ნომინაციით ჯეინ კემპიონის ძაღლის ძალაუფლება იკავებს, მესამე ადგილზე 6 ნომინაციით კენეტ ბრანას ბელფასტია.
ნომინირებულ ფილმებს შორის დიუნის, ვესტსაიდური ამბის, ძირტკბილას პიცის, საშინელებათა ხეივნის, ენკანტოს, მატრიცა 4-ის, გუჩის სახლის და პარალელური დედების ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.