ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავრობა, 2030 წლიდან შიდაწვისძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვას აკრძალავს. მისივე თქმით, ეს აკრძალვა არის ნაწილი იმ დიდი გეგმისა, რომლის შესაბამისადაც, ბრიტანეთი 2050 წლამდე კარბონ ნეიტრალური ქვეყანა უნდა გახდეს.
Financial Times-თან საუბრისას, ჯონსონი ამბობს, რომ მთავრობა ქვეყანაში დასამუხტი წერტილების ფართო ქსელის შექმნას, 2 მილიარდ 800 მილიონ სტერლინგს ანუ დაახლოებით, 3 მილიარდ 700 მილიონ დოლარს მოახმარს.
გარდა ამისა, შეიქმნება მძლავრი ქარხნები, სადაც დიდი ტევადობის ელემენტებს და მათ ბლოკებს გამოუშვებენ. ეს ყველაფერი ქვეყანას იმის საშუალებას მისცემს, რომ 2030 წლიდან შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალოს.