ბრიტანეთის მთავრობის წევრები 1 სექტემბრიდან ევროკავშირის შეხვედრებზე დასწრებას შეწყვეტენ. როგორც ევრონიუსი წერს, ბრიტანელი მაღალჩინოსნები დაესწრებიან მხოლოდ ისეთ შეხვედრებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი ბრექსითის საკითხებში აცხადებს, რომ ისინი შეამცირებენ დასწრებას ნაწილობრივ და დაზოგავენ ასობით საათს. მისივე თქმით, ამგვარად მინისტრებს და მაღალჩინოსნებს გამოუთავისუფლდებათ დრო იმისათვის, რომ კარგად მოემზადონ 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან გასასვლელად. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრებს, რომლებიც საერთაშორისო კავშირებს, უსაფრთხოებას და ბრექსითს შეეხება. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გააგრძელებს დასწრებას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე.