02:21
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი - კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან, ისინი საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობენ
21-01-2022

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოხდება, ამას დიდი საფასური მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები. ეს შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობამდე და მსხვერპლამდე მიგვიყვანს, რაც საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ვიხილეთ “- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიდნეიში ვიზიტისას.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, სანამ ის დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს".

„კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. ისინი საბჭოთა კავშირის, ანუ ერთგვარი დიდი რუსეთის ხელახლა შექმნაზე ოცნებობენ. აცხადებენ, რომ სურთ სტაბილურობა, მაშინ როცა მუშაობენ სხვების მიმართ საფრთხისა და დესტაბილიზაციის შექმნაზე,“- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

AutoPlay
ფილარმონიასთან შეკრებილებმა ფემიციდის შემთხვევები დაგმეს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
მედია - დიდ ბრიტანეთში “მაიმუნის ყვავილი” ვრცელდება და ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები ვლინდება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
უკრაინა და პოლონეთი ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებენ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
"არ მომიკლა დედა" - ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიცავთ საერთო სამყაროს, სახელწოდებით - თავისუფლება და დამოუკიდებლობა, იმ დროს, როდესაც ვიღაც კოსმიური მასშტაბის ბარბაროსობას სჩადის
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები