ბრიტანეთის ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის ჩასულ გერმანიის დელეგაციის წევრებს მასპინძლობდა, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დროებით დახურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19 სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. სასტუმროს სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის დელეგაციის უსაფრთხოების თანამშრომლები და ამერიკელი ჟურნალისტები.
ადმინისტრაციის განაცხადებით, სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა ეყოლებათ.