11:50
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბრიტანეთში ახალ სახლებთან ელექტრომობილების დამტენებს დაამონტაჟებენ
25-11-2021

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ელექტრომობილებთან დაკავშირებით ქვეყნის ახალი სტრატეგია დააანონსა. როგორც გამოცემა The Driven-ი წერს, აღნიშნულ პროგრამაში დიდი ყურადღება გამახვილებულია ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

სტრატეგიის თანახმად, 2022 წლიდან ბრიტანეთში აშენებული ყველა ახალი სახლის მიმდებარედ სავალდებულო გახდება ელექტრომობილის დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება.

ხელისუფლების გათვლებით, ახალი ზომები წლიურად 145 ათასით გაზრდის დამტენი წერტილების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, დიდ ბრიტანეთში 250 ათასამდე დამტენი წერტილი მოქმედებს, რომლებიც ოფისებთან ან საცხოვრებელ სახლებთანაა დამონტაჟებული.

აღნიშნული პროექტი გახდება ნაწილი გაცხადებული სტარტეგიის, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთში 2030 წლიდან სრულად აიკრძალება შიგაწვისძრავიანი ახალი ავტომობილების გაყიდვები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები