დიდი ბრიტანეთის არჩევნებში "კონსერვატორული პარტია", რომლის ლიდერიც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონია, დიდი უპირატესობით იმარჯვებს და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებასაც შეძლებს.
Ipsos Mori-ს მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლის შედეგებმა აჩვენა, რომ "კონსერვატორულ პარტიას" პარლამენტში 368 წევრი ეყოლება, რაც 50-ით მეტია იმ მანდატების რაოდენობაზე, რაც პარტიამ 2017 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად მიიღო.
"კონსერვატორების" მთავარი კონკურენტი - "ლეიბორისტული პარტია" - პარლამენტში 191 ადგილს მოიპოვებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას (შნპ) პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება, "ლიბერალ-დემოკრატებს" - 13, "ბრექსითის" პარტიას კი - არცერთი.
შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარდა.