დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნები 7:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. ქვეყანაში სულ 650 საარჩევნო ოლქია, თითოეული ოლქიდან პარლამენტში თითო დეპუტატი შევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 326 ხმაა საჭირო, თუმცა, საარჩევნო სისტემის სპეციფიკურობის გამო, უმრავლესობისთვის 320 ხმაა საკმარისი.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის "კონსერვატიული პარტია" გაიმარჯვებს, თუმცა შედეგებით მასთან ძალიან ახლოს დგას „ლეიბორისტული პარტია“, რომლის ლიდერი ჯერემი კორბინია.
შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ბრექსითის“ განხორციელება დათქმულ ვადაში, 31 ოქტომბრამდე ვერ მოახერხა.