ბრიუს უილისმა შესაძლოა სამსახიობო კარიერა დემენციის გამო დაასრულოს. ინფორმაციას გამოცემა OK Magazine ავრცელებს.
გამოცემა მსახიობის უახლოესი გარემოცვის წევრის განცხადებას ეყრდნობა. უცნობის თქმით 65 წლის მსახიობი უკვე ორი წელია დემენციას ებრძვის, რომელიც დროსთან ერთად პროგრესირებს.
აქამდე ყვითელ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ უილისს ტექსტის დამახსოვრების პრობლემა აქვს და ხშირ შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ყურის მიკროფონს იყენებს, რომელიც სუფლიორის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლის დასაწყისში მსახიობი აფთიაქიდან პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაცვამ გაიყვანა. მოწმეების თქმით უილისს კისერზე ბენდენა ეკეთა და შენიშვნის მიუხედავად სახე არ დაიფარა, რამდენიმე მათგანის თქმით მსახიობი ძალიან დაბნეული იყო და თითქოს ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან აფთიაქის თანამშრომლები. მეორე დღეს უილისმა საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.