ბრიუსელის მერიამ ქუჩაში სიგარეტის ნამწვის გადაგდებისთვის ჯარიმა ოთხჯერ, ანუ 200 ევრომდე გაზარდა.როგორც ბრიუსელის საქალაქო საბჭოში აცხადებენ, დასუფთავების სამსახურების მიერ შეგროვებული ნარჩენების 30% სიგარეტის ნამწვია. ამასთან, სიგარეტის ნარჩენების დაშლისთვის 15 წელია საჭირო. ნარჩენები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, როგორიცაა ტყვია და ნიკოტინი.