61 წლის ასაკში შოტლანდიელი მუსიკოსი, სინთ პოპ ბენდ Bronski Beat-ის დამფუძნებელი სტივ ბრონსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, ჯონი სომერვილი ადასტურებს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სინთ პოპ ბენდი 1983 წელს სტივ ბრონსკიმ, ჯონი სომერვილმა და ლარი სტეინბაჩეკმა ჩამოაყალიბეს. 1984 წელს ტრიომ კარიერაში ყველაზე წარმატებული ჰიტი Smalltown Boy გამოუშვეს.