"ბრუკლინი" - 62 წლის ირლანდიელი მწერლის, ჟურნალისტისა და დრამატურგის, კოლმ ტოიბინის რომანი. ჯანრი ისტორიული დრამა. ეს მწერლის რიგით მე-6 და მისი ერთერთ ყველაზე რეზონანსული რომანია, წიგნის ორიგინალი 2009 წელს, ავტორის სამშობლოში ინგლისურ ენაზე გამოიცა. ნაწარმოების ძირითად თემას ირლანდიელთა მასობრივი ემიგრაციაა წარმოადგენს, რომელიც ეკონომიკური კრიზისის მიზეზით 1950 წელს განხორციელდა, სამშობლო მაშინ დაახლოებით 400 000-მა ირლანდიელმა დატოვა. რომანში მოქმედება ირლანდიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. ქალაქში, რომელშიც არის ერთფეროვნება, სოციალური სიდუხჭირე, საიდანაც ახალგაზრდების უმეტესობა ინგლისში მიდის ბედის საძიებლად. წიგნის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა ქალი, ეილიშია, რომელიც აცნობიერებს, რომ მისთვის და მისი თანატოლებისთვის ქვეყანაში შესაძლებლობები ძალიან მწირია. ამიტომაც დის შემოთავაზებას თანხმდება და საცხოვრებლად ნიუ იორკში, ბრუკლინში გადადის, სადაც მას დიდი სიყვარული ეწვევა. თუმცა, ის ნანობს სამშობლოს დატოვებას. მოგვიანებით ირლანდიიდან იღებს ინფორმაციას, რომლის გაგების შემდეგაც, ეილიში დიდი დილემის წინაშე დგება, დარჩეს ნიუ-იორკში საყვარელს ადამიანთან, თუ დაბრუნდეს ირლანდიაში.