ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ახლად დაფუძნებული "საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაცია" თანამშრომლობას იწყებენ. პარტნიორობის მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაცია, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინოვაციური ბიზნეს იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა. ინოვაციების და ტექნოლოგიური სააგენტოსა და საქართველოს ბიზნეს ანგელოზების ასოციაციის მონაწილეობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შემუშავდება პრე-აქსელერატორის პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს უფასოდ დაეხმარება სტარტაპ პროექტების განხორციელებასა და საჭირო დაფინანსების მოპოვებაში. პრე-აქსელერატორი სტარტს უახლოესს მომავალში აიღებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე აპრილის შუა რიცხვებიდან გამოცხადდება.