ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, პარიზის ბიზნესის სკოლასთან თანამშრომლობით, საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამის მოდულების სასერტიფიკატო პროგრამა იწყება. პროგრამის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
ღონისძიების სპიკრები იყვნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლა და პარიზის ბიზნესის სკოლის დეკანი ჩარლს ბერგერი. სასწავლო პროგრამა 4 თვიანია და ჯამური ღირებულება 2 000 ევროს შეადგენს.
სასერტიფიკატო პროგრამა საქართველოში უპრეცედენტო პირობით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროგრამა მოქნილია დაგადასამზადებელი კანდიდატების პროფესიულ საჭიროებას ერგება. პროგრამა საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით 2020 წლის თებერვლიდან იწყება.