ბულგარეთი ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მარტის შუა რიცხვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 2500-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 125 ადამიანი ემსხვერპლა.
ბულგარეთის მსგავსად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრების ეტაპობრივ გახსნას გეგმავენ გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოები. გერმანია, ავსტრია და შვეიცარია შენგენის წევრი ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნას ივნისის შუა რიცხვებიდან გეგმავს.