ბულგარული სამზარეულო ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს წარმომადგენელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ის დანარჩენი ბალკანური ქვეყნების სამზარეულოებთან ბევრ საერთო მახასიათებელს ატარებს. ბულგარული მომზადების ტრადიციები ფართოა, გამომდინარე გეოგრაფიული ფაქტორებიდან, მაგალითად როგორიცაა ისეთი კლიმატი, რომელიც ხილის, ბოსტნეულისა და სხვადასხვა ბალახეულის ფართო სპექტრის მოყვანის საშუალებას აძლევს აქაურებს.
ბულგარეთში სალათებს როგორც აპეტაიზერებს ისე მიირთმევენ. აქ რძის პროდუქტები დიდ მნიშვნელობას ატარებს, ისევე როგორც ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად რაკია. ეს უკანასკნელი სხვადასხვა ხილისგან გამოხდილი მძიმე სასმელია, რომელიც ბალკანეთში ძალიან პოპულარულია. მასში ალკოჰოლის შემცველობა როგორც წესი 40%-ია, თუმცა სახლის პირობებში მომზადებული რაკია უფრო ძლიერიც შეიძლება იყოს, უმეტეს შემთხვევაში - 50%. ბულგარულ სამზარეულოში ასევე შეხვდებით სუპთა სახესხვაობებს, მაგალითად როგორიცაა ტარატორი.