Burger King ახალ მცენარეულ ნაგეთსებს უშვებს, რომლებსაც ქათმის გემო აქვს. ამ სიახლის გასავრცელებლად კი სააგენტო DAVID Madrid-ის კამპანიას Confusing Times გვთავაზობს. რეკლამაში ადამიანებს განსხვავებულ და დამაბნეველ სიტუაციებში გვაჩვენებს, რადგან მათი სიახლეც მსგავსია — ნაგეთსი ქათმის გემოთი, თუმცა ქათმის გარეშე…მაგრამ სანამ ამ სიახლეს გაგვაცნობს, განსხვავებულ დამაბნეველ სიტუაციებს გვაჩვენებს, მაგალითად, ქალი, რომელიც აღმოაჩენს რომ მის შვილსა და მეზობლის ძაღლს ერთი სახელი აქვთ, იწყებს ფიქრს — მაქსი ძაღლის სახელია თუ ადამიანის? ან როცა კაცი სარეცხ მანქანას ყიდულობს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ეკოლოგიაზე? მსგავსად გვეუბნება, რომ სამყარო უფრო და უფრო დამაბნეველი ხდება, რასაც ახლა Burger King-ის ქათმის ნაგეთსიც დაემატება.