დაპირისპირებები საქალაქო სასამართლოში - ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური და სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სანთებელა ისროლა, რომელიც საქმის პროკურორ დავით მეფარიძეს თავში მოხვდა. ამის გამო დარბაზში ექიმიც მიიყვანეს. ნივთის სროლის გამო, მოგვიანებით, 23 წლის ბიჭისასამართლოს უპატივცემლობის ბრალდებით დააკავეს. რობაქიძის დაქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები კი ერთ-ერთ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს , რომელსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება, სასამართლოს დარბაზშივე დაუპირისპირდნენ. ამას გარდა, საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა სოსო რობაქიძეს „ვაჭარი“, „მათხოვარი“ და „ლარიანი“ ეძახეს.