ჯანდცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ს ელჩმა და საელჩოს წარმომადგენლებმა. მინისტრი C ჰეპატიტის პროგრამას დადებითად აფასებს. მისივე განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში, შეფასდება პროექტის ეფექტურობა, მიღწევები, გამოწვევები და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ტაქტიკური ცვლილებები. საქართველოში უკვე ორი წელია ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია მიმდინარეობს.