საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები დღეს კიდევ ორ კანდიდატს ვასილ მაღლაფერიძეს და ნინო ზაუტაშვილს შეხვდებიან. ამ დროისთვის მაღლაფერიძის გასაუბრება უკვე დაწყებულია. ნინო ზაუტაშვილთან სეხვედრა კი 13 საათზეა ჩანიშნული. გუშინ კი სამეურვეო საბჭოს წევრებმა კიდევ სამი კანდიდატის მოსაზრებები მოისმინეს.