20:26
5 ივლისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ნივთების ევოლუცია
ჩაიდანი - ტრადიცია, რომელიც განსხვავებული კულტურის ნაწილია
25-05-2022

ჩაიდანი  - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩაის კულტურა განსხვავებული ისტორიით, გემოთი და ფერით შემონახული ტრადიციაა. ჩაის ფოთლების გაშრობის წესის მიხედვით მისგან დამზადებული ცხელი სასმელი არაჩვეულებრივი საშუალებაა ჯანმრთელობისთვის, ან უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. რამდენიმე ქვეყანა გამორჩეულ კულტურას ინახავს როგორც ჩაის დამზადების, ასევე ამ ცერემონიის წარმართვის შესახებ, რომელსაც პატარა ჩაიდანში ათავსებენ სათანადო დოზითა და დროით იმისათვის რომ განსაკუთრებული გემო ჩამოასხან ჩაის ჭიქაში. დღეს ვისაუბრებთ ჩაიდანზე - ერთ-ერთ უძველეს ნივთზე, რომლის შესახებ ბევრ ახალს შევიტყობთ.

ჩაიდანი არის ჩაის ჭურჭლის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. მისი ფორმა უხეშად შეიძლება 2 ძირითად კატეგორიად გავყოთ: დაბალი და მცირე მოცულობის მრგვალი ფორმის და შედარებით უფრო მაღალი ჩაიდანი, თუმცა ეს ერთი შეხედვით, რადგან სიღრმეებში ჩაწვდომისას აღმოაჩენთ რომ მათი დანიშნულება გარკვეულწილად განსხვავდება, რაც ჩაის ხარისხსა და ვარიანტზეა დამოკიდებული. მე-17 საუკუნის ბოლოდან ჩაი ჩინეთიდან ევროპაში იგზავნებოდა ეგზოტიკური სანელებლებისა და ძვირადღირებული საქონლის ექსპორტის ფარგლებში. გემებით აღმოსავლეთიდან დასავლეთით ჩაისთან ერთად ფაიფურის ჩაიდნებიც ჩამოდიოდა, როგორც ამ ტრადიციის განუყოფელი ნაწილი. ამ ჩაიდნების უმრავლესობა შეღებილი იყო ლურჯი და თეთრი მინანქრით. ფაიფური დამუშავების ტექნიკის მეშვეობით უძლებდა ზღვის წყალს და არ ზიანდებოდა, ამიტომ ის შეფუთული გემბანის ქვემოთ ინახებოდა, ხოლო ჩაი გემბანის ზემოთ თავსდებოდა გადატანისას, რათა უზრუნველყოფილიყო მისი სიმშრალე.

დღესდღეობით ცნობილია, რომ ინგლისში ჩაის სმის კულტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტრადიციის, რითაც ქვეყანა ასე იწონებს თავს. ბრიტანული ვერსია ჩაის სხვადასხვა სახეობების მოიცავს, მათ შორის რძიანს. მე-18 საუკუნიდან, გაერთიანებული სამეფო ჩაის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელი გახლდათ მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე 2 კილოგრამამდე საშუალო წლიური მარაგით. როგორც აღვნიშნეთ თავდაპირველად ის მაღალი კლასის სასმელი იყო, თუმცა თანდათანობით გავრცელდა ყველა კლასში, საბოლოოდ გახდა ყოველდღიური სასმელი ყველასთვის. ის კვლავ ითვლება ბრიტანული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად და წარმოადგენს ბრიტანული კულტურისა და საზოგადოების თვალსაჩინო მახასიათებელს. ჩაის მინარევები განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ რძით მიირთმევენ, ასევე ხშირია ზოგიერთი ჯიშის შავი ჩაიც, რომელსაც ლიმონის უმატებენ. შაქარი აუცილებელი დანამატია ნებისმიერი ჯიშისთვის. ყოველდღიური ჩაი, როგორიცაა ინგლისური საუზმის ჩაი, მიირთვით ჭიქაში რძით და შაქრით. შესაბამისად ჭურჭელიც, რომლითაც ცხელი სასმისის დაგემოვნება ხდება სხვადასხვა სახის ტკბილეულთან ერთად ამ ცერემონიას დახვეწილობისა და სიამოვნების ფორმას აძლევს და სინატიფეს მატებს.

გადმოცემის თანახმად ჩაი საქართველოში პირველად 1770 წელს გამოჩნდა. უკვე 1809 წლისთვის ჩაის პირველი ბუჩქები მამია V გურიელის ბაღს ამშვენებდა. მის ბაღში გაშენებულ ჩაის სამრეწველო დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ გურიელის კარს აკმაყოფილებდა. მიხეილ ერისთავის მამულში გადატანის შემდეგ 1864 წლიდან პირველად დაიწყო ჩაის პრიმიტიული წესით დამუშავება. თანდათან პროდუქცია თბილისშიც ჩამოიტანეს და სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე წარმოადგინეს. ჩაის დალევისა და დამზადების ტრადიცია საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილ კულტურებთან იკვეთება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ წინა საუკუნის 90-იან წლებამდე ჩაიც პლანტაციებს საქართველოში 65 ჰექტარზე მეტი ტერიტორია ეკავა, რომელთა შორის მწვანე ჩაის სახეობები ჭარბობდა შავს. და, მიუხედავად გარკვეული კრიზისული პერიოდისა მისი კულტურა კვლავ აღორძინდა.

იაპონური თუჯის ჩაიდანი - ტეცუბინი ცეცხლგამძლეა და მას ტრადიციულად ნახშირზე აცხელებენ. იაპონურ ხელოვნებაში ჩაის მოსამზადებლად სპეციალური გადასატანი მოწყობილობა გამოიყენება. ცხელი სასმლის დასამზადებლად ტეცუბინები ხშირად დახვეწილად არის მორთული გარედან რელიეფური დიზაინით. ის ფართოა და ბევრს აქვს უჩვეულო ფორმები, რაც მათ პოპულარულს ხდის კოლექციონერებში. შედარებით პატარა ტეცუბინი დაახლოებით 0,5 ლიტრი წყალს იტევს, დიდი კი 5 ლიტრამდე. მე-19 საუკუნეში დასაყენებელი ჩაი ძალიან პოპულარული გახდა და ტეცუბინი უმეტესად სტატუსის სიმბოლოდ ითვლებოდა და არა სამზარეულოს ფუნქციურ ნივთებად. იაპონიის გარეთ, ხშირად წააწყდებით თუჯის ჩაიდანს, რომელიც გარეგნულად ტეცუბინს წააგავს. ამ ტიპის ჩაიდანი შიგნიდან არის მოჭიქული მინანქრით, რათა უფრო პრაქტიკული იყოს ჩაის მოსახარშად, თუმცა მისი გამოყენება არ შეიძლება წყლის გასათბობად, რადგან ეს არღვევს მინანქრის ფენას. დასავლეთში ამ ჩაიდნებს ჩვეულებრივ უწოდებენ ტეცუბინს, თუმცა იაპონელები მათ ტეცუკუსუდ მოიხსენიებენ.

ასეთია ჩაიდნის ევოლუციის გზა, ნივთის, რომელმაც ბევრი იმოგზაურა და დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საუზმისა და ვახშმის განუყოფელი ნაწილია, მეტიც, მისთვის გამოყოფილი სპეციალური დროც კი არსებობს ინგლისურად Tea Time - ის სახელწოდებით, რაც ჩაის სმის ტრადიციას ამყარებს.

AutoPlay
კერამიკა - ადამიანის ერთ-ერთი უძველესი გამოგონება, რომელიც ნეოლითამდე წარმოიშვა
29-06-2022
ნახეთ როგორია სათვალის 10 საუკუნოვანი ისტორია
22-06-2022
ბეჭდური მედია, რომელიც ჟურნალ-გაზეთების პერიოდულ გამოცემას გულისხმობს ყოველთვის იყო, არის და იქნება ინფორმაციის საშუალება - ნახეთ როგორია ბეჭდური მედიის წარმოების გზა
15-06-2022
ნახეთ როგორია საკერავი მექანიზმის ოთხსაუკუნოვანი ისტორია
08-06-2022
ზარი - ხალხის სიხარულის, მწუხარებისა და დღესასწაულის სიმბოლო
01-06-2022
საყვირის თავდაპირველი ფუნქცია ხმის მიწვდენა იყო, მოგვიანებით ის მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და ღონისძიებების თანმდევი გახდა - ნივთის მუსიკალურ ინსტრუმენტებად გამოყენება კი მხოლოდ მე-14 მე-15 საუკუნეში დაიწყეს
18-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები