კომპანია „კულა“ მომავალი წლიდან ბაზარზე ახალი პროდუქციის - გაყინული ჩაქაფულის, ხაშისა და ჩაშუშულის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ქართული კომპანია „კულას“ დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ უთხრა. მისი თქმით, პროდუქცია სავარაუდოდ, უკვე 2017 წლის იანვრიდან შევა ქსელში. ჩაქაფულის გარდა, ახალი წლიდან "კულა" კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტს გამოუშვებს. ესენია : ხაში, ჩაშუშული, ტოლმა, თევზის კონსერვი.