დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის დირექციის ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ სკოლიდან დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტები გამოითხოვა. დეკანოზი ბოლო 3 წელია აღნიშნულ გიმნაზიას ხელმძღვანელობს. როგორც ჟურნალისტებს სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძემ განუცხადა, პირმა, რომელმაც სკოლას მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტაცია მოსთხოვა, თავი სწორედ აჭარის პროკურატურის წარმომადგენლად წარუდგინა და უწყებაში მუშაობის დამადასტურებელი საბუთიც წარუდგინა. დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნული სკოლის დირექტორად 3 წლის წინ დაინიშნა და მას დღემდე ხელმძღვანელობს.