ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ „მაკდონალდსის“ მშენებლობა გააპროტესტეს. მათი თქმით აღნიშნული მშენებლობის დაწყება უკანონოდ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, დროულად შეწყდეს მშენებლობა. აქციის მონაწილეებმა მშენებლობაზე ბანერიც ჩამოხიეს.