„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხშირად კეთდება ისეთი განცხადებები, რომელიც ოპოზიციის ერთიანობაში განხეთქილების შეტანას ემსახურება. აღნიშნული განცხადებით, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა.
როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, დღეს ქვეყანაში იმაზე დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის კომენტარები. ამასთან ის დასძენს, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს.