ე. წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებულ იმ აუდიოჩანაწერებში, რომელიც მან მოისმინა, ციანიდზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულთან შესვლამდე განუცხადა. რაც შეეხება იარაღს, რომელიც დეკანოზის სახლში აღმოაჩინეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამ იარაღის შენახვა დეკანოზს სხვა პირმა სთხოვა.