ბილიარდი, ფილმები და FACEBOOK - რითი არიან დაკავებული პარლამენტარები წინასაახალწლოდ. ვიდეოკამერებმა და ჟურნალისტებმა ქართველი დეპუტატები პარლამენტში დღეს უჩვეულო სიტუაციებში დააფიქსირეს. საკანონმდებლო საქმიანობის მაგივრად, დეპუტატები წინასაახალწლოდ ანდროიდებით ბილიარდის თამაშის, სოციალურ ქსელ ფეისბუკში სქროლვითა და ფილმების ყურებით არიან დაკავებული. მაგალითისთვის კამერებმა ქართული ოცნების დეპუატატი კობა კობალაძე დააფიქსირეს, რომელიც საკუთარ ტელეფონში პარლამენტში სხდეომის დროს ფილმს უყურებდი. დეპუტატ კახა ოქრიაშვილს კი სესიის დროს ჩასთვლიმა.