თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შექმნილ უკმაყოფილებას გემოეხმაურა. როგორც ბითაძე აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება. მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება.
კახა კალაძის მოადგილე ოპონენტებს ურჩევს ევროპის ქვეყნების გამოცდილებას გაეცნონ. მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს 50 ათასი ადამიანი გადაჰყავს და ახალი სქემების ამოქმედების შემდეგ 90 ათასი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.