ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა. როგორც პალიტრანიუსს საგანგებო მართვის სამსახურიდან აცნობეს, სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.