ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის საჭირო ვიზები, ისევე როგორც რესპუბლიკაში გრძელვადიანი ყოფნის ნებართვა, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებზე 2023 წლის მარტამდე არ გაიცემა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებით მიიღო.
მათივე ინფორმაციით, გამონაკლისს წარმოადგენს ჰუმანიტარული შემთხვევები.