ჩემი დანაშაული ნაღიარები მაქვს და ვფიქრობ, ჩემი აღიარებითაც და სხვა მოწმეთა ერთობლიობითაც დადატსურებულია, რომ პირადად მე დანაშაული ჩადენილი მაქვს, - ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე კრიმპოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზაზა ბაქრაძემ განაცხადა. მას სახელმწიფო ბრალდება ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვას ედავება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე, ამასთან დაკავშირებით, ბაქრაძეს მოლოდინი არ აქვს. ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში 5 პირია ბრალდებული. მათგან დანაშაულს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს. დანარჩენები გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი ბრალს არ აღიარებენ და გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.