ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - ამ სიტყვებით გახსნა პროკურორთა კონფერენცია გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ. მან საპროკურორო საბჭოს ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ წევრებს წარმატებები უსურვა იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ელოდებათ.
პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს 6 ახალ წევრს აირჩევს