"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებში ჩავიდა და იქ არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.სოფელ ტყვიავის მოსახლეობა პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობს, რომ რთულ სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება და დღემდე ვერ იღებენ პასუხს შესაბამისი სტრუქტურებიდან, თუ რატომ უხსნიან სოციალურ დახმარებას.