ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობიდან წასვლას ალტერნატიულ გეგმებს უკავშირებენ. მათი თქმით, ეს იყო სპონტანური გადაწყვეტიელბა. ამის შესახებ ისინი ფეისბუქის პირად გვერდზე წერენ.
ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ განვლილი წლები შეაფასეს და იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რომლებიც მათი თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა.
ლექვინაძემ და კალანდაძემ მადლობა გადაუხადეს ბიზნესომბუცმენის გუნდს, პარლამენტს, დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს და ასევე სახელმწიფო უწყებებს.
შეგახსენებთ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ პოსტები 8 ნოემბერს პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.