ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური რაუნდის პირველ მატჩში, მადრიდის ატლეტიკომ ვანდა მეტროპოლიტანოზე ლივერპულს უმასპინძლა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ატლეტიკოს ესპანელმა ლიდერმა - საულ ნიგესმა გაიტნა, რომელმაც მერსისაიდელების საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა! ამის შემდეგ მატჩი ძალიან დაძაბული და მძიმე გამოდგა, კლოპის შეგირდებმა კარის მიმართულებით ვერცერთხელ ვერ დაარტყეს, ატლეტიკოს კი რამდენიმე საკმაოდ კარგი მომენტი ჰქონდა. განმეორებითი შეხვედრა 11 მარტსა ენფილდზე გაიმართება.
დღის მეორე შეხვედრა დორტმუნდში გაიმართა, სადაც ადგილოვრივი ბორუსია პარიზ სენ ჟერმენს დაუპირისპირდა. "სიგნალ იდუნა პარკზე" მასპინძლებმა ფრანგული გრანდი 2-1 დაამარცხეს. მატჩის გმირი 19 წლის ნორვეგიელი ცენტრფორვარდი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც კეილორ ნავასის კარში დუბლი შეასრულა, ჰოლანდს დორტმუნდის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. ანგარიში მას მერე გაიხსნა, რაც გერეიროს დარტყმული ჰაალანდს მცველისგან მიუვიდა. ფრანგებმა რამდენიმე წუთში ტაბლოზე თანაფარდობა აღადგინეს. მბაპეს ბრწყინვალე გარღვევისა და გამჭოლი გადაცემით ნეიმარმა ისარგებმა და სტატუს ქუო აღადგინა, თუმცა გერმანელებს მშველელად კვლავ ჰალანდი მოევლინა, რომელმაც გაშვებული გოლიდან, ზუსტად 2 წუთში სუპერდარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. განმეორებითი მატჩი, ლივერპული ატლეტიკოს მსგავსად 11 მარტს შედგება.