პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დორტმუნდს ცარიელ 'პარკ დე პრენსზე' უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო, რითიც მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.
ტომას ტუხელმა ძირითად შემადგენლობაში კილიან მბაპე არ დააყენა,რომელიც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კორონავირუსის ტესტზე შეამოწმეს. მასპინძლებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს - ნეიმარმა რომან ბიურკის თავური დარტყმით გაუტანა და მასპინძლები დააწინაურა. პარიზელებმა მე-2 გოლი პირველი ტაიმის დამატებით დროში გაიტანეს. სარაბიას ჩაწოდებას ბერნატმა მიმართულება შეუცვალა და ბურთი დორტმუნდის კარში აღმოჩნდა. პარი სენ ჟერმენმა პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო.
პარიზელი ქომაგი გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდა. ისინი ''პარკ დე პრენსის'' გარშემო იდგნენ და კლუბს მხურვალედ ქომაგობდნენ.