ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. მარტივი გამარჯვება მოიპოვა ლაიპციგმა, რომელმაც ტოტენჰემი ჯერ სტუმრად 0-1, შემდეგ კი სახლში 3-0 დაამარცხა და მეორე წრის საგზური გაინაღდა. გერმანელთა მხრიდან ორჯერ თავი მარსელ საბიცერმა, ერთხელ კი ემილ ფორსბერგმა გამოიჩინა, რომელიც მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა, და გოლი ფაქტობრივად პირველივე შეხებით გაიტანა.
მეორე მატჩი ესპანეთში გაიმართა, სადაც ვალენსია ატალანტას, კოროვირუსის საფრთხის გამო ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო უხვგოლიანი და ძალიან სახალისო გამოდგა. საბოლოოდ ბერგამოელთა რიგებში პოკერით თავი იოსიპ ილიჩიჩმა გამოიჩინა, ვალენსიადან კი 2 გოლი გამეირომ, ერთიც ფერან ტორესმა გაიტანეს. საბოლოოდ იტალიელებმა მეტოქე 3-4 დაამარცხეს, ორი მატჩის ჯამში კი 8-4 აჯობეს.