ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეხუთე ტურის მატჩები დასრულდა. მეორე სათამაშო დღესაც პირველის მსგავსად 8 მათცი გაიმართა. საინტერესო გამოდგა ვალენსიასა და ჩელსის დაპირისპირება, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა, საბოლოოდ მატჩიდან გუნდებმა თითო თითო ქულა აიღეს. ამგვარად ვალენსიას და ჩელსი 8-8 ქულა აქვთ და მეორე მესამე ადგილებს იყოფენ.
მეორე შეხვედრა სანკტ პეტერბურგში გაიმართა, სადაც ზენიტმა ლიონს უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, მთავარ არბიტრს 7 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია. საბოლოოდ გამარჯვება ზენიტმა დამაჯერებლად, 2- 0 მოიპოვა და ამ მოგებით მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ამსაც, როგორც ლიონს 7 ქულა აქვს, თუმცა ფრანგულ კლუბს ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგით ჯობნის.
საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლიონელ მესიმ, რომელმაც კატალონიის ბარსელონას ულიდერა და დორტმუნდის წინააღმდეგ გაამარჯვებინა. მატჩში გოლები შემტევმა ტრიომ, მესიმ სუარესმა და გრიზმანმა გაიტანეს, აღსანიშნავია, რომ ორივე პარტნიორს საგოლე გადაცემა სწორედ არგენტინელმა გაუკეთა. ამ მოგებით ბარსელონამ 11 ქულა მოაგროვა და პლეიოფის საგზური 1 ტურით ადრე გაინაღდა, დორტმუნდს კი 7 ქულა აქვს.
ასევე 7 ქულა აქვს მილანის ინტერს, რომელმაც ბოლო ტურში პრაღის სლავია სტუმრად 1-3 დაამარცხა. ნერაძურის შემადგენლობაში გამორჩეულად ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა შემტევმა დუეტმა, ლუკაკუმ და ლაუტარო მარტინესმა. არგენტინელმა 2 გოლი გაიტანა, ხოლო ბელგიელმა 1 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა. ამგვარად ინტერს 7 ქულა აქ, როგორც დორტმუნდს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებით ჯობნის, იტალიური გრანდი ბოლო ტურში ბარსელონას სან სიროზე უმასპინძლებს.
მარტივად მოიგო ზალცბურგმა, ავსტრიული გუნდი გენკს ეწვია და დიდი ანგარიშით 1-4 დაამარცხა. გამორჩეული იყო კვლავ ერლინ ჰალანდი, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა და დარჩენულ დროში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ფრედ დასრულდა ლივერპულისა და ნაპოლის მატჩი. ენფილდზე გუნდებმა თითო თითო გოლი გაიტანეს და ამით დაასრულეს. ინგლისური კლუბი 10 ქულით პირველზეა, ხოლო ნაპოლი 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ბოლო ტურში აუტსაიდერ გენკს დაუპირისპირდება.
მარტივად მოიგო ამსტერდამის აიაქსმა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი სტუმრად ლილს დაუპირისპირდა და 0-2 დაამარცხა. გატანილი გოლების ავტორები ჰაკიმ ზიეჩი და ქუინსი პრომესი გახდნენს.
დღის ბოლო მატჩი ლაიპციგში გიამართა, სადაც ადგილობრივი კლუბი ბენფიკას დაუპირისპირდა. სტუმრები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, ჯერ მე-20 წუთზე პიციმ, ხოლო შემდეგ 59-ზე ვინიციუსმა გაიტანეს და საკუთარი გუნდი 2 ბურთით დააწინაურეს. მიუხედავად იმისა, რომ არწივებმა მატჩის 90 წუთი გაშვებული გოლის გარეშე ჩაამთავრეს, დამატებულ დროში 2 ბურთი, ორივე ემილ ფორსბერგუისგან გაუშვეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.