ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი რაუნდის სამი მატჩი გაიმართა.
გათამაშების შარშანდელი ნახევარფინალისტი "აიაქსი" ნიქოზიაში "აპოელს" დაუზავდა (0:0).
სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ სხვა მხრივ მეტოქე ვერაფრით ვერ დაჯაბნეს დ ფრეს დასჯერდნენ, თუმცა მათთვის საპასუხო შეხვედრის წინ ეს უკვე საკმაო ფორა გახლავთ.
მსაჯმა მე-80 წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ამსტერდამული გუნდის მცველი მაზრაუი.პრაღის "სლავიამ" რუმინეთში 1:0 მოუგო "კლუჟს", მასოპუსტმა საოცარი გოლი გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდებულს ბურთს ჰაერში დაარტყა და საჯარიმოს გარედან შეაგდო.
ხოლო "ბრიუგემ" ავსტრიაში პენალტით 1:0 სძლია "ლასკს".დღეს, 21 გვისტოს პლეი-ოფის კიდევ სამი მატჩი ჩატარდება:
დინამო (ზ) - რუსენბორგიიანგ ბოიზი - ცრვენა ზვეზდაოლიმპიაკოსი - კრასნოდარი