ჭიათურელმა მაღაროელებმა 11-დღიანი შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მოშიმშილეებმა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, რაც 1 ივნისიდან ხელფასის 25%-ით, ერთი წლის შემდეგ 10%-ით გაზრდას გულისხმობს. მაღაროელების განცხადებით, შეთავაზება მისაღებია მაღაროელებისთვის და გაფიცვა შეწყდება. შეთანხმებას მოშიმშილე და აქციის მონაწილე მაღაროელები ოვაციებით შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ სპეციალურად აქციებისთვის გაშლილი კარვების დაშლაც დაიწყეს. მოალაპრაკებებს ეკონომიკის, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, ასევე საჩხერე- ჭიათირის მიტროპოლიტი ესწრებოდა. მაღაროელები 16 მაისს გაფიცნენ.