ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციისთვის მომავალ წელს ბიუჯეტში მილიონ 500 ათასი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2016 წელს ბიუჯეტიდან 25 მილიონ 500 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა; 2017 წლის გეგმით კი 17 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. ჯამში, საბაგიროს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტისთვის ბიუჯეტიდან 44,7 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში აშენდება 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა.