საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქართველი მოჭიდავეების სკანდალურ ფოტოსესიას ეხმაურება. "ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები. ვის მაიკებს ჩაიცმევენ ბიჭები, არავისი საქმეა“- აცხადებს გეგა გეგეშიძე.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით სწორედ თედეევი დაეხმარა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის გადმოსვენებაში. სწორედ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი თედეევია გამოსახული მაისურებზე, რომლითაც ქართველმა მოჭიდავეებმა ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ: