ჩიკაგოში საჯარო სკოლების მასწავლებლები გაიფიცნენ. მათ სკოლების შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს, მოგვიანებით კი ქუჩებში დემონსტრაცია გამართეს. გაფიცვას 26 000 პედაგოგი შეუერთდა.
გაფიცვა სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ მოთხოვნებს ეხება. კერძოდ, მასწავლებლები ითხოვენ ანაზღაურების მომატებას და კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებას. მოლაპარაკებები მასწავლებელთა პროფესიულ კავშირსა და ქალაქის მთავრობას შორის უკვე გაიმართა, თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გაფიცვების გამო დაახლოებით 361 000 მოსწავლეს გაკვეთილი ვერ ჩაუტარდა.
ჩიკაგოში მასწავლებლების გაფიცვა ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა 2012 წლის შემდეგ.