ჭიქაში დასხმის შემდეგ ნებისმიერ შამპანურში ჰაერის ბურთულები წარმოიქმნება, თუმცა თუ შამპანური კარგი და ხარისხიანია ბურთულები ძალიან პატარა ზომისაა და ის ზედაპირზე ისე ამოდის, რომ ბურთულებისგან ძაფი კეთდება. უხარისხო შამპანურში კი ბურთულები შედარებით დიდი ზომისაა და დასხმიდან მაქსიმუმ 20 წუთში მასში ბურთულების ნაკადი წყდება მაშინ, როცა ხარისხიან შამპანურში 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება ბუშტების ნაკადი.