საკმაოდ მსხვილი, ფრინველთა შორის ყველაზე ძლიერი ნისკარტის მფლობელი არრა, რომელსაც ხშირად მაკაოსაც უწოდებენ, ყველაზე ძვირადღირებული თუთიყუშია და არა მხოლოდ სამშობლოში - სამხრეთ ამერიკაში სარგებლობს პოპულარობით, არამედ მთელ მსოფლიოში პრესტიჟისა და ფუფუნების სიმბოლოდ ითვლება, რადგან სწორედ მასთან "მეგობრობით" იწონებს თავს ევროპისა და ამერიკის შეძლებული ელიტა, რომელიც სიამოვნებით მასპინძლობს იშვიათი ინტელექტის, ულამაზეს, ხასხასა ფერებში შებუმბლულ არრას საკუთარ აპარტამენტებში და დიდხანს მართავს მასთან დიალოგს.მართალია, არრას სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება, მაგრამ ზოგიერთი სახეობა არც პანამასა და პერუში, ბრაზილიის, ვენესუელისა და ჩილეს აღმოსავლეთში, ტენიან ტროპიკულ ტყეებში, წყალსატევებთან ახლოს დაბინავებაზე ამბობს უარს.