ჩინეთი 2025 წლისთვის ლუქს კლასის პროდუქციის გასაღების უდიდესი ბაზარი გახდება მსოფლიოში, ჩინელ მყიდველებზე მოვა მსოფლიოში გაყიდვების თითქმის ნახევარი. ამის შესახებ აღნიშნულია კონსალტინგ კომპანია Bain&Company-ს ანგარიშში.
როგორც ცნობილია, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც წელს ეკონომიკური ზრდით დაასრულებს. ამ ქვეყანაში წელს ლუქს კლასის პროდუქციის გაყიდვები 45%-ით არის გაზრდილი და მისმა მოცულობამ 44 მილიარდი ევრო შეადგინა. აღნიშნული კი ანგარიშის მიხედვით, გამოიწვია საერთაშორისო ტურიზმის შეზღუდვამ და მყიდველების ადგილობრივ ბაზარზე კონცენტრირებამ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფუფუნების საგნების ონლაინ გაყიდვები მიმდინარე წელს გაზრდილია. Bain-ის პროგნოზით ონლაინ-ვაჭრობა გახდება ძირითადი არხი ლუქს-კლასის პროდუქციით ვაჭრობაში უკვე 2025 წლისთვის.