ჩინეთი სტრატეგიული რეზერვებისთვის იაფი ნავთობის შესყიდვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.წყაროს თქმით, სახელმწიფო რეზერვების გარდა, პეკინს შეუძლია კომერციული საცავები გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც OPEC+ მონაწილეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება წარმოების მოცულობის შემდგომ შემცირებაზე. 2 აპრილის მონაცემებით, ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავი 27დოლარსა და 78 ცენტს, WTI-ის - 22 დოლარსა და 39 ცენტს შეადგენს.