ჩინეთი უკრაინიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს - Palitra News

ჩინეთი უკრაინიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

2022-03-01 09:11:21+04:00

ჩინეთის საელჩო უკრაინაში, იქ მყოფი ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველმა ორგანიზებულმა ჯგუფმა ქალაქი კიევი გუშინ დატოვეს. ჯგუფში შედიოდნენ კიევში მყოფი ჩინელი სტუდენტები.

როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ევაკუაციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ჩინეთის მხარის შეფასება, რომ „რუსეთ- უკრაინის ომი მწვავდება“.