ჩინეთის 2 ათას 130 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება მსოფლიოს ნომერ მეხუთე ეკონომიკის - დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას უტოლდება. ორგანიზაცია ჰარან რეპორტის 2017 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების ბოლო რეიტინგს სულ ცოტა 74 ახალი ჩინელი მილიონერი შეემატა, რომელთა შემოსავლებმა 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ჩინეთის 2 130 ყველაზე მდიდარი ადამიანის საერთო შემოსავლებმა 2,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლია. ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალს ახალი ლიდერი ჰყავს - კომპანია „ევერგრეიდის“ ხელმძღვანელი, რომლის ქონებაც 43 მილიარდი დოლარია.