ჩინეთში, გუანგქსის რეგიონში ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 40-მდე მოსწავლე და ორი პედაგოგი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი 50 წლის მამაკაცი, ამავე სკოლის დაცვის სამსახურის თანამშრომელია. გუანგქსის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და საფრთხე არცერთი მათგანის სიცოცხლეს ემუქრება.